სულ მცირე სამი პოლიციელი დაიღუპა ავღანეთის ლოგარის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად. პოლიციის შენობასთან თვთმკვლელმა ააფეთქა დანაღმული ავტომანქანა. ლოგარის პროვინციის პოლიციის უფროსმა მუჰამედ აბდალიმ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ აფეთქების შედეგად დაიჭრა 4 პოლიციელი და 8 სამოქალაქო პირი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა მოძრაობამ, „თალიბანმა.“