Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკელე ნიკოლეტიმ უკრაინის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს კიევში რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა და მიიღოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა დაგმო ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმაც. მისი განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჟურნალისტებზე თავდასხმების შესაჩერებლად, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. უკრაინის ხელისუფლებას არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. აშშ-ის საელჩომ უკრაინაში განაცხადა, რომ მხარს უჭერენ კიევის სწრაფვას ობიექტური გამოძიებისკენ. საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა არ არის კრემლის კრიტიკოსების წინააღმდეგ რუსეთის საზღვრებს გარეთ ჩადენილი პირველი დანაშაული. რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო 29 მაისს მოკლეს კიევში, საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან. პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა რუსეთი 2017 წელს დატოვა მუქარის და შესაძლო დაპატიმრების გამო.

XS
SM
MD
LG