Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: რუსეთი არ უნდა ჩაერთოს აშშს-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებებში


ფხენიანში მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი იონ ჰომ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში მესამე ვიზიტით იმყოფება. ფხენიანში მისი ბოლო ვიზიტი 2009 წელს შედგა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული კრიზისის განმუხტვა სანქციების მხოლოდ ეტაპობრივი მოხსნითაა შესაძლებელი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ამ ამოცანის შესრულებას სჭირდება თანმიმდევრულობა და მოთმინება და არა პროცესის ხელოვნურად დაჩქარება. მოსკოვი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ფხენიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გარანტიები ჩაითვლება საკმარისად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამის საკითხზე სინგაპურში 12 ივნისს დაიგეგმა. თუმცა 24 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვერა აღარ გაიმართებოდა, ჩრდილოეთ კორეის არამეგობრული
განცხადებების გამო. 25 მაისს კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფხენიანთან დიალოგი გრძელდება.
ჩრდილოეთ კორეის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები ერთმანეთს ქვეყნების მეთაურების შეხვედრის მოსამზადებლად სინგაპურში 29 მაისს შეხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG