Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩაზე მოკლულის ოჯახის წევრები მიდიან მთავარ პროკურატურასთან


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრები მიდიან მთავარ პროკურატურასთან. ისინი საქალაქო სასამართლოდან პროკურატურისკენ მას შემდეგ გაეშურნენ, რაც დღეს, მოსამართლემ, 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თანახმად,“ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილის საქმესთან მიმართებით. მეორე ბრალდებულს კი, გადაუკვალიფიცირდა მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული ბრალი დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით.“ დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის ირალი შოთაძის გადადგომას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG