აქციის მონაწილეების დაკავება ფილარმონიასთან
პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი შვილმკვდარი მშობლები და მათი მხარდამჭერები არიან და სოლიდარობას უცხადებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად იმართება. ამავე დროს, მათი თქმით, ისინი საზოგადოების წარმომადგენლები არიან და შესაძლოა, მათ შორის იყვნენ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებიც. მანამდე, „ქართული მარშის“ facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციის მხარდამჭერები 19:00 საათზე, სწორედ ფილარმონიასთან აპირებდნენ შეკრებას, დრამატურგ გურამ ქართველიშვილის მოწოდების შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ აქციიდან წაყვანილ პირებს შორის არის თავად გურამ ქართველიშვილიც. მოგვიანებით „ქართული მარშის“ facebook-გვერდიდან ეს ინფორმაცია წაიშალა.
ეპიზოდები
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი