Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა შავგულიძე: თუ საზოგადოება ნდობას გამოხატავს, არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას


შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის ინიციატივას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შეთავაზების თაობაზე.

"თუ საზოგადოება ჩემს მიმართ გამოხატავს ნდობას, სამართლიანობის აღდგენის და მისი დაცვის საკითხში, მე რა თქმა უნდა, არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას და თანხმობას ვაცხადებ გავხდე საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი.", - განაცხადა შალვა შავგულიძემ

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 2 ივნისის ბრიფინგზე ხელისუფლებას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG