Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაპატიმრებული რუსი ჟურნალისტი პუტინს დახმარებას სთხოვს


უკრაინაში დაპატირებული, სააგენტო „რია ნოვოსტი-უკრაინის“ დირექტორი, კირილ ვიშინსკი თანადგომისათვსი მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს და აცხადებს, რომ იგი უარს ამბობს უკრაინის მოქალაქეობაზე. ქალაქ ხერსონში 1 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვიშინსკიმ განაცხადა, რომ მას სურს „ პუტინმა გააკეთოს ყველაფერი მისი დაუყოვნებლად გათავისუფლებისათვის“, ხოლო რუსეთი სამართლებრივად დაეხმაროს მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში. ვიშინსკი, რომელმაც 2015 წელს რუსეთის პასპორტიც აიღო, ორი კვირის წინ დააკავეს ღალატის ბრალდებით. ვიშინსკი უარყოფს ბრალდებას და თხოვნით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს, რომ „დაუყოვნებლად შეწყდეს" მისი ოჯახისა და მეგობრების დევნა.

XS
SM
MD
LG