Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია უარყოფს ქვეყანაში ირანის სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნას


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ მუალემი
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ მუალემი

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცალკეული სამხედრო მრჩევლების გარდა, ქვეყანაში არ იმყოფება არც ირანის საბრძოლო ქვედანაყოფი და არც მუდმივი სამხედრო ბაზა. როგორც ვალიდ ალ მუალემმა 2 ივნისს უთხრა ჟურნალისტებს, ირანელი სამხედროები ქვეყნის მთავრობამ მოიწვია და მათი ყოფნა კანონიერია. მუალემმა ტყუილი უწოდა ისრაელის განცხადებას, რომელიც კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ სირიის ტერიტორიაზე განლაგებულია ირანის მუდმივი სამხედრო ბაზები. მაისის თვეში სირიის ავიაციამ რამდენიმე იერიში განახორციელა ირანის სარაკეტო ძალების წინააღმდეგ, რომლებიც, სირიის განცხადებით, სწორედ სირიის ტერიტორიიდან უშენდნენ ცეცხლს ისრაელი ჯარისკაცების პოზიციებს გოლანის სიმაღლეზე.

XS
SM
MD
LG