Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი, რომელიც ტრაქტორით ხალხში შევარდნას ცდილობდა


ისრაელის ტანკი ღაზის სექტორში
ისრაელის ტანკი ღაზის სექტორში

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, მისმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მამაკაცი, რომელიც ცდილობდა ავტომობილით შევარდნილიყო ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფში ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ხებორნში. ამ ინცინდენტის ფონია დაძაბული ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის. ხებრონი, სადაც 200 ათასი კაი ცხოვრობს, პალესტინის უდიდესი ქალაქია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის არმიის ჯარისკაცები იცავენ დაახლოებით 1000 ებრაელს, რომლებიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ.

XS
SM
MD
LG