Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომერ ჟორჟოლიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს


საქალაქო სასამართლო
საქალაქო სასამართლო

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელ ლომერ ჟორჟოლიანს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სამართალდამცავებმა 31 მაისის ღამეს დააკავეს, ვეტერანი ძიუდოისტის - იოსებ წელაურის დაჭრისთვის.

ლომერ ჟორჟოლიანის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, სასამართლომ უარი თქვა დაკავებულის განთავისუფლებაზე საკმაოდ სოლიდური გირაოს სანაცვლოდ და ის საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რადგან ჟორჟოლიანის მხრიდან მიმალვა და მტკიცებულებების განადგურება გამორიცხულია.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბართან შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა და ინციდენტი წელაურის დაჭრით დასრულდა. საქართველოს ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ერთი თვის განმავლობაში ითხოვდნენ და ნაკრების წევრთა უმეტესობამ პროტესტის ნიშნად ვარჯიშიც შეწყვიტა. დავით ქევხიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 2 ივნისს გააკეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG