Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდა


ზაზა სარალიძე რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა.

"სახალხო დამცველი ზრუნავს ჩემს უსაფრთოებაზე და ვალდებულიც არის. სახლში იყო ჩემთან, სასწრაფოც გვყვავდა სახლში, ჩემი მეუღლეც ცუდად იყო. ტელეფონი მქონდა გათიშული.

მე აქ ვხედავ ძალიან ბევრ ხალხს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა აქ ვინ იდგება. გავერთიანდეთ მთელი საქართველო, ვისაც საქართველოს მომავალი აწუხებს. " - თქვა ზაზა სარალიძემ აქციაზე გამოსვლისას, სადაც ასევე ახსენა ვაკის პარკში 3 ივნისს გამართული აქცია, სადაც ის ასევე იმყოფებოდა.

ვაკის პარკში მოწყობილი აქციის მონაწილეები ემიჯნებოდნენ რუსთაველზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას, სადაც მათი თქმით შეკრებილებს დაავიწყდათ, რატომ არიან შეკრებილები და პოლიტიკურმა განცხადებებმა გადაფარა მთავარი მოთხოვნა - სამართლიანი გამოძიება. ვაკის პარკის აქცია ზაზა სარალიძემ სახალხო დამცველთან ერთად დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG