ტოჩინოშინი პრეზიდენტის სასახლეში
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) - სუმოს პირველ ქართველ ჩემპიონს უმასპინძლეს საქართველს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: ძალიან სასიხარულო და ამაღელვებელი იყო, როცა თვალს ვადევნებდი თქვენს განსაკუთრებულ ასპარაზობას. ერთი მხრივ იყო სიხარული ქართველებისთვის. ამავე დროს იყო საამაყოც, რადგანაც ასპარეზობთ იმ ქვეყანაში, რომლის კულტურას, რომლის ისტორიას, რომლის თუნდაც დღევანდელ პოლიტიკურ პოზიციას ძალიან ვაფასებთ. იცით, რამდენად უყვართ ქართველებს იაპონელები და ასევე მოგეხსენებათ, პოლიტიკურად რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იაპონია. სწორედ იმის გამო, რომ ასეთ ქვეყანაში თქვენი მეშვეობით ამდენჯერ რომ გაისმა ჩვენი ქვეყნის სახელი, მინდა დიდი მადლობა გითხრათ. არა მარტო ჩვენ, ქართველები გაგვაბედნიერეთ, არამედ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანაში წინ წამოსწიეთ ჩვენი ქვეყნის სახელი. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), სუმოისტი: ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მადლობელი ვარ მოწვევისთვის, შეხვედრისთვის. იმისთვის, რომ იანვარში როცა ჩემპიონი გავხდი, პრეზიდენტისგან, საქართველოსგან მივიღე პირველი ჯილდო, ღირსების ორდენი. ამისთვისაც გადავუხადე მადლობა.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი