Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო განმარტავს „ქართული მარშის“ წევრების გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილებას


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხუთი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ მათ ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ივნისს იმსჯელა “რუსთავი 2’’ -ის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. სასამართლოს განჩინებით, ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა, დარჩა უცვლელი“.

19 მარტს, „ქართული მარშის” წევრებმა ტელეკომპანია, „რუსთავი 2”-ის შენობასთან, გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული რეპლიკა გააპროტესტეს. გაბუნიამ თქვა, რომ “იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.

„ქართული მარშის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტს და დააზიანეს "რუსთავი 2"-ის იურისტის ავტომანქანა.

„ქართული მარშის“ აქტივისტების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 19 ივნისს.

XS
SM
MD
LG