ხმაურითა და „ხარხარით“ მოთხოვნილი წულუკიანის გადადგომა
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გაიმართა აქცია იუსტიციის სახლთან. აქცია სოციალური ქსელის, ფეისბუკის საშუალებით დაგეგმეს მოქალაქეებმა, რომლებიც გაერთიანდნენ სახელწოდების ქვეშ #მეთავისუფლებისათვის. გარდა თეა წულუკიანის გადადგომისა, აქციის ორგანიზატორებმა, რომ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა. მიზეზები კი, რის გამოც აქციის მონაწიეები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ არაერთია. მათ შორის: იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ; იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად; თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან