Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თალიბანი აცხადებს, რომ სამი დღით შეწყვიტა თავდასხმები


ავღანეთის თალიბანი აცხადებს, რომ სამი დღით, ეიდ-ალ-ფიტრის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყვიტა თავდასხმები. თუმცა თალიბანი აცხადებს, რომ ეს სამი დღე არ მოიცავს უცხოეთის ძალებს, რომლებიც კვლავაც მის სამიზნედ რჩებიან. ეიდ-ალ-ფიტრის დღესასწაულით მთავრდება რამადანი, მარხვის თვე. ორი დღის წინ ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი გამოვიდა მოულოდნელი განცხადებით, რომ თალიბანსა და მის მოკავშირეზე, ჰაყანის ქსელზე ერთი კვირის განმავლობაში თავდასხმები შეწყდება. მთავრობის ეს ინიციატივა, რომელიც 12-20 ივნისს იმოქმედებს, არ მოიცავს ექსტრემისტულ ჯგუფ "ისლამურ სახელმწიფოს" და ალ-ყაიდას. მას შემდეგ, რაც ავღანეთში შევიდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები და 2001 წელს თალიბანის რეჟიმი დაამხეს, ეს პირველი შემთხვევაა ექსტრემისტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა, თუმცა შეზღუდული ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG