Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი და პუტინი იმსჯელებენ აშშ-ის გასვლაზე ბირთვული ხელშეკრულებიდან


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილავს აშშ-ის გასვლას ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელსაც ხელს აწერდნენ თეირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. როჰანი ამ განცხადებით გამოვიდა ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის კულუარებში და დასძინა, რომ 2015 წლის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა საწინდარია "ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი და სერიოზული დისკუსიის გამართვისთვის". აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გასულ თვეში გავიდა ხელშეკრულებიდან, რომელსაც ის უწოდებდა "საშინელ ცალმხრივ შეთანხმებას" და განაცხადა, რომ აშშ ირანს აღუდგენს ეკონომიკურ სანქციებს. როჰანიმ დადებითად ისაუბრა თეირანის "გამორჩეულ და განსაკუთრებულ" ურთიერთობაზე მოსკოვთან და დასძინა, რომ ბირთვული ხელშეკრულების მიღწევაში მოსკოვის როლი "მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული" იყო.

XS
SM
MD
LG