Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი და ფხენიანი უმაღლესი დონის სამიტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ


აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სინგაპურში გამართეს შეხვედრა, ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკების საბოლოო დღის წესრიგის მოსამზადებლად. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება სინგაპურის საკურორტო კუნძულ სენტოსაზე. მოლაპარაკების უმთავრესი თემაა ბირთვული იარაღისგან კორეის ნახევარკუნძულის გათავისუფლება. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში 10 ივნისს ჩავიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG