Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: აზერ სულეიმანოვი არის გაკვირვებული


13 ივლისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რომან გოცირიძე გამოეხმაურა პარლამენტის თამჯდომარის განცხადებას ე.წ. "მარნეულის ინცინდენტში" პარლამენტის წევრ, აზერ სულეიმანოვის მონაწილებასთან დაკავშირებით. პარლამენტარი სიტყვით აზერ სულეიმანოვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ არავის მისცემენ საშუალებას, პოლიტიკური ნიშნით დევნონ ადამიანები და გაავრცელონ სიცრუე.

“მან (აზერ სულეიმანოვმა) არ იცის რა ხდება, რომ თურმე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დეპუტატის წინააღმდეგ.

ეს ახალგაზრდა, რომელსაც მართლაც მოექცნენ საშინლად, ყოფილა ოცნების წევრი და თქვენი აქტივისტი. რომელიც გამოვიდა მიტინგზე.შემდეგ მოხდა ამ ახალგაზრდის დაბარება, შეიხის, აზერ სულეიმანოვისა და მაჟორიტარული დეპუტატების მიერ. აზერ სულეიმანოვი ამ გარემოცვაში, მათ სასულიერო ლიდერთან ერთად მონაწილოებდა ამ ახალგაზრდობასთან საუბარში.

ეს ადამიანი 6 წლის განმავლობაში იყო ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მებრძოლი.

კითხვა იყო ერთადერთი, რატომ მონაწილეობ ნაციონალური მოძრაობის სახელით და რატომ აკეთებ განცხადებებს და ამიტომ შეიხი დაბარებულია პროკურატურაში, აზერ სულეიმანოვი არის გაკვირვებული და ამისთვის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დათქვენ მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ ის არის ბრალდებული.

დიახ, თქვენ უნდა გამოიძიოთ ყველაფერი. რა მოხდა, რატომ იყო ეს პროვოკაცია და რა შუაშია აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რასაც ქვია ვითარების გარკვევა და იყო თუ არა ეს თუნდაც, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პროვოკაცია. " - განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

12 ივნისს, მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელეს ინფრმაცია და ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მამაკაცი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მას ბოდიში მოახდევინეს და სახის შარდით დაბანა აიძულეს.

13 ივნისს პროკურატურის თანამშრომლებმა ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი.

XS
SM
MD
LG