Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს „მავნე შეთანხმებას“ ქვეყნის სახელწოდების შესახებ


Macedonia - Address by the President of the Republic of Macedonia, Gjorge Ivanov, on which he vetoed the Law on the Use of Languages.
Macedonia - Address by the President of the Republic of Macedonia, Gjorge Ivanov, on which he vetoed the Law on the Use of Languages.

მაკედონიის პრეზიდენტი გიორგე ივანოვი ამბობს, რომ არ აპირებს ხელი მოაწეროს საბერძნეთთან შეთანხმებას მაკედონიის სახელწოდების შესახებ. შეთანხმებას ის „მავნედ“ და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. „ჩემი პოზიცია საბოლოოა და უკან არ დავიხევ არანაირი ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის გამო. არც მხარს დავუჭერ და არც ხელს მოვაწერ ასეთ მავნე შეთანხმებას“, განაცხადა ივანოვმა 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ევროკავშირსა და ნატოში მაკედონიის შესაძლო გაწევრიანება საკმარისი არ არის საბერძნეთთან ასეთ „ცუდ შეთანხმებაზე“ ხელის მოსაწერად. შეთანხმებით, რომელზეც 12 ივნისს გამოაცხადეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა, მაკედონიას დაერქმევა „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ - ამ ქვეყნის ენაზე „სევერნა მაკედონია“. მოსალოდნელია, რომ კვირის ბოლოს შეთანხმებას ხელს მოაწერენ მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ამის შემდეგ მაკედონიის პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა და თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ შეთანხმებას, მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, რათა ძალაში შევიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG