Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ლათინური ამერიკის და დსთ-ს ლიდერთა მონაწილეობით გაიხსნება


რუსეთში იწყება მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრების მონაწილეობით. მატჩები ჩატარდება 11 ქალაქში: მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სამარაში, სარანსკში, დონის როსტოვში, სოჭში, ყაზანში, კალინინგრადში, ვოლგოგრადში, ნიჟნი ნოვგოროდსა და ეკატერინბურგში. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე გაიმართება. პირველ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რუსეთის და საუდის არაბეთის გუნდები

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაესწრებიან 15-მდე ქვეყნის ლიდერები, ძირითადად, ლათინური ამერიკის და დსთ-ის ქვეყნებიდან. ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG