Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ვლადიმირ პუტინმა გააცნო


ნიკოლ ფაშინიანი, ილჰამ ალიევი
ნიკოლ ფაშინიანი, ილჰამ ალიევი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში გაიცნო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი. ისინი 14 ივნისს „ლუჟნიკის“ სტადიონზე დაესწრნენ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნას და პირველ მატჩს რუსეთის და საუდის არაბეთის გუნდების მონაწილეობით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მატჩის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ის ქვეყნების ლიდერებისთვის გამართა მიღება, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ფაშინიანის ინფორმაციით, ის და ალიევი ერთმანეთს პუტინმა წარუდგინა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ერთმანეთს მხოლოდ მიესალმნენ და შინაარსობრივი ურთიერთობა და საუბარი არ ჰქონიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG