Accessibility links

"ევროპულ საქართველოს" მთავარი პროკურორობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია


ელენე ხოშტარია

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, პრობლემის ღერძია „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი და „ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენერალური პროკურორის ადგილის გამოგლეჯა ხელისუფლებისგან და საზოგადოების მხრიდან დანიშვნა.“ ხოშტარიას თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა შალვა შავგულიძე და „კარგი იქნება თუ სხვებიც წარადგენენ კანდიდატებს და „ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორი აღარ გვეყოლება.“ პარლამენტის წევრის შეფასებითვე, „ეს მოიტანს რეალურ ცვლილებას არსებულ სიტუაციაში, დანარჩენი ყველაფერი მარიონეტული ცვლილებებია.“

მიუხედავად „ევროპული საქართველოს“ განცხადებისა, რომ პარტიამ შალვა შავგულიძე წარადგინა, ის ჯერჯერობით არ არის საპროკურორო საბჭოს ვებსაიტზე 14 ივნისის მდგომარეობით გამოქვეყნებულ შვიდ კანდიდატს შორის.

„შალვა შავგულიძე წარვადგინეთ საჯაროდ, გავაკეთეთ შესაბამისი განცხადება. აუცილებლად ჩავეტევით ვადებში და წარვადგენთ ოფიციალურადაც ყველა პროცედურის დაცვით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

იუსტიციის მინისტრმა, რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეცაა, მთავარი პროკურორის შესარჩევად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს და სამართლის დარგის სპეციალისტებს გაეგზავნა მიმართვა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG