Accessibility links

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ხეობაში შსს-ს დანაყოფების მობილიზებაა


პანკისის ხეობა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი - ამის შესახებ იუწყება პანკისის სათემო რადიო. მისივე ცნობით, რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ ავტომანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე ავტომანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“. ამავე რადიოს ცნობით, ამ ფაქტმა ადგილობრივ მცხოვრებთა გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG