Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობაში ბრალდებული პარლამენტარის და საკრებულოს წევრის საქმეს სასამართლო განიხილავს


ქვემო ქართლის პროკურატურა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ რუსთავის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, აღკვეთის ზომად გირაო შეუფარდოს მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ სამ პირს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა, ლევან ჯალაღანიამ. პარლამენტის დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვს, მარნეულის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის ნათესავს, ე.გ-ს ბრალად ედება ძალადობა მარნეულის მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევზე. ამავე მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც 14 ივნისს, სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

ძალადობაში ბრალდებული სამი პირის საქმეს სასამართლო დღეს 17 საათზე განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG