Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

პანკისის ხეობის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ამჟამად ხეობის სოფლებში სიმშვიდეა. მისი ვარაუდით, ხეობაში სამართალდამცავების მობილიზება უკავშირდებოდა რამადანის დღესასწაულის გამო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

15 ივნისს, პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლებში დუისსა და ბირკიანში სპეცრაზმელები არიან მობლიზებულნი. მისივე ცნობით, სოფლებში მოძრაობდა რუსული სანომრენიშნიანი რამდენიმე ავტომაქანა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მამის ფოტოსურათით, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილის უკმაყოფილება და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG