Accessibility links

შსს: პანკისის ხეობაში სიმშვიდეა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში იყო კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობას შორის, სამართალდამცავებმა მდგომარეობა განმუხტეს და ამჟამად სოფელში სიმშვიდეა. რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი, რომელმაც ახმეტა უკვე დატოვა.

15 ივნისს, პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლებში დუისსა და ბირკიანში სპეცრაზმელები და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობლიზებულნი. მისივე ცნობით, სოფლებში მოძრაობდა რუსული სანომრენიშნიანი რამდენიმე ავტომაქანა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მამის ფოტოსურათით, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილის უკმაყოფილება და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG