Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტს წარედგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი


მამუკა ბახტაძე

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლით, პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ამ თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა გიორგი კვირიკაშვილი. იმავე დღეს მთავრობას უფლებამოსილება მოეხსნა.

პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, კანდიდატმა 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა.

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG