Accessibility links

აშშ-ში დააპატიმრეს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი


აშშ-ში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს. მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის გავლენასთან კავშირში ეჭვმიტანით. მანაფორტი თავდებით იყო გათავისუფლებული გირაოს სახით 10 მლნ დოლარის გადახდის საფუძველზე, მაგრამ გამომძიებლებმა ის მოწმეებზე გავლენის მცდელობაში დაადანაშაულეს, რასაც მოჰყვა ვაშინგტონში მოსამართლე ემი ბერმან ჯეკსონის 15 ივნისის გადაწყვეტილება მისთვის პატიმრობის შეფართდების შესახებ. 69 წლის მანაფორტი უარყოფს მოწმეებზე გავლენის ბრალდებას. ის მოელის ორ სასამართლო პროცესს ბრალდებებით, რომლებიც წაუყენა აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა. ბრალდებებს შორის არის თაღლითობა, ფულის გათეთრება და უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის არ-გავლა. მანაფორტი ამ ბრალდებებსაც უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG