Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ პროვოკაციაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტია ემიჯნება ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს. სწორედ ასეთი ქმედებების ნაწილად ვაფასებთ გუშინ, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს... ყველას მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას. ნურავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად მოახერხონ სიტუაციის ესკალაცია“.

განცხადებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „არსებობს საჯარო სივრცეში მიზანმიმართული მუქარისა და შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც აუცილებლად გადაეცემა სამართალდამცავ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, სათანადოდ აგებს პასუხს, მიუხედავად მისი პოლიტიკური, თუ თანამდებობრივი პოზიციისა“.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ოზურგეთის საკრებულოს წევრის, დავით მჟავანაძის თქმით, ბესო ქათამაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" კაბინეტში დაესხნენ თავს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო.

“ქართული ოცნების“ დეპუტატ ტარიელ აროშვილს ბრალი უკვე წარედგინა ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG