Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა კათოლიკოს-პატრიარქისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთა შეხვედრა


დასრულდა შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან
please wait

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00

თბილისში დასრულდა შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყოს და სასულიერო პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველისგან არის ცნობილი, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები - გალიის მიტროპოლიტი ემანუელი და სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი - კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან მსოფლიო პატრიარქის პოზიციის გასაცნობად ჩამოვიდნენ, რაც დაკავშირებულია უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან.

უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს. ავტოკეფალიის მოთხოვნას მხარი დაუჭირა უკრაინის პარლამენტმაც.

უკრაინის თემაზე, რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში რუსული ეკლესიის დელეგაციამაც გამართა შეხვედრა.

საქართველოში სტუმრად მყოფი მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები 17 ივნისს საკვირაო წირვაში მიიღებენ მონაწილეობას და საქართველოს 18 ივნისს დატოვებენ.

როგორც ცნობილი გახდა, დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას საპატრიარქო თავის ვებგვერდზე დღის მანძილზე გამოაქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG