Accessibility links

ნანგარჰარში კვლავ მოხდა ტერაქტი. დაღუპულია სულ მცირე 10 კაცი


სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნანგარჰარის პროვიცნიის დედაქალაქ ჯალალაბადში. სხვა დეტალები უცნობია. ავღანეთის მთავრობასა და ორგანიზაცია თალიბანს შორის რამადანის დღესასწაულის გამო მიღწეული დროებითი ზავის მიუხედავად, თავდასხმები ავღანეთში კვლავ გრძელდება. შაბათს 36 კაცი, მათ შორის თალიბანის წევრები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიღუპა იმავე პროვინცია ნანგარჰარში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი იერიშის შედეგად. აფეთქებას ემსხვერპლა ასევე ნაჯიბულა კამავალი, პროვინციის ჯანმღტელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც ებრძვის როგორც სამთავრობო ჯარებს, ისე თალიბანს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG