Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: „შავ სიაში“ 630 000 ადამიანია“


მამუკა ბახტაძე

„ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 25-30 პროცენტი მოკლებულია საშუალებას იყოს ჩართული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.“ -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას. მისი განმარტებით, დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში“ და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება, რაც მათ შორის, გამოწვეულია "უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით." ამ ადამიანთა რიგში, მამუკა ბახტაძის თანახმად, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ვერ ავითარებენ თავის პოტენციალს, ვერ ახორციელებენ ბიზნეს-პროექტებს და ვერ ასაქმებენ ხალხს. მამუკა ბახტაძე ამბობს,რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ყველა ძირითადი პარტნიორის მიერ.

თამაშის წესებში ჯანსაღ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ცვლილებებს შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასახელებს გადაწყვეტილებებს მეწარმეებისა და ქართული კომპანიებისთვის 2013 წლამდე დარიცხული არასწორი საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერისა და ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსების შექმნის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG