Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ განიხილება ტრამპის და პუტინის შეხვედრის საკითხი


ჯონ ბოლტონი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრის განსახილველად რუსეთს ეწვევა პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, გარეტ მარკისმა ტვიტერზე დაწერა, რომ 25-27 ივნისს ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად აშშ-ის მოკავშირეებს შეხვდება ლონდონსა და რომში და გაემგზავრება მოსკოვში, რათა განიხილოს პოტენციური შეხვედრა პრეზიდენტებს, ტრამპს და პუტინს შორის.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, 21 ივნისს თეთრ სახლში, გუბერნატორებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილება ივლისში, მისი და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა. „ბლუმბერგის“ წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, გაიმართოს ნატოს სამიტის, ან დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის შემდეგ. ბრიუსელში ნატოს სამიტი 11 ივლისს იხსნება, ლონდონში დონალდ ტრამპის ვიზიტი კი 13 ივლისსაა დაგეგმილი.

ამ კვირაში, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა გამორიცხა ნატოს სამიტამდე პუტინის და ტრამპის შეხვედრის შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG