Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას შეხვდა


გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი

ტალინში გაიმართა საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილის და კერსტი კალიულაიდის პირისპირ შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნატოს სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე საუბრისას ქართულმა მხარემ ესტონეთის პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ მიიღო რეკომენდაციები და თანადგომის დადასტურება. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაციის შედეგები და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა და საქართველოს აქტიური მონაწილეობის როლი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG