Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაირკვევა საქართველოს მთავრობის ახალი სტრუქტურა


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

დღეს ოფიციალურად გაირკვევა რომელი სამინისტროები აღარ იქნებიან საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში. 12 საათზე დანიშნულია მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგის 13 საკითხიდან პირველია კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დღემდე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა შემცირდება 14-დან 11-მდე.

დღესვე საქართველოს მთავრობა განიხილავს დადგენილების პროექტს ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე.“

მთავრობის დღევანდელი სხდომა პირველია მამუკა ბახტაძისთვის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG