Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის სხდომას არ დასწრებიან იუსტიციის და სასჯელაღსრულების მინისტრები


საქართველოს მთავრობის სხდომა. 2018 წლის 26 ივნისი
საქართველოს მთავრობის სხდომა. 2018 წლის 26 ივნისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის პირველ სხდომას არ დასწრებიან იუსტიციის და სასჯელაღსრულების მინისტრები, თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს მიზეზად ის დაუსახელა, რომ წულუკიანი და კახიშვილი მივლინებაში არიან.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ახალი სამთავრობო სტრუქტურის წარმოდგენისას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს უერთდება. ბახტაძემ არ უპასუხა შეკითხვას, ვინ იქნება მინისტრი - თეა წულუკიანი, თუ კახა კახიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG