Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიფიცნენ მიკროავტობუსების მძღოლები


გაფიცული მძღოლები ბათუმის საკრებულოსთან. 2018 წლის 28 ივნისი
გაფიცული მძღოლები ბათუმის საკრებულოსთან. 2018 წლის 28 ივნისი

ბათუმში მგზავრების მომსახურება შეაჩერეს სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა. ისინი ქალაქის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და პროტესტს გამოთქვამენ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხის - სატრანსპორტო მოძრაობის სტრატეგიული გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსის რაოდენობის განახევრებას, ტექდათვალიერების შემოღებასა და სხვა შეზღუდვებს. ქალაქის მერიის განცხადებით, 2030 წლამდე გაწერილი სტრატეგია მიზნად ისახავს ქაოსური სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას. გაფიცული მძღოლები ახალი წესების შემოღებას ეწინააღმდეგებიან, რადგან შიშობენ, რომ მათი დიდი ნაწილი სამუშაოდ დაკარგავს. ბათუმში ამჟამად 450-მდე სამარშრუტო მიკროავტობუსია.

აქციის მონაწილეები შეხვდნენ ბათუმის მერიის წარმომადგენლებს. მათ მძღოლებს შესთავაზეს მივლინებიდან მერის, ლაშა კომახიძის დაბრუნებამდე მუშაობა გააგრძელონ. მძღოლების განცხადებით, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG