Accessibility links

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდებიან


აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს შეხვდებიან ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, „მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა.“ კრემლის ცნობითვე, მოლაპარაკება გულისხმობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის და განვითარების პერსპექტივების და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG