Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდეს


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც შსს-თან აქციას მართავს მკვლელების დასჯის მოთხოვნით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს შეხვდა. "თავის სურვილით მოვიდა ეს ადამიანი ჩემთან შესახვედრად. ვისაუბრეთ იმ მტკიცებულებებზე, რა მტკიცებულებებიც უკვე არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეში. ამ მტკიცებულებებს ახლა გადავხედავთ ოფიციალურად და მიიღებენ გადაწყვეტილებას, არის თუ არა მიხეილ კალანდია დასაკავებელი“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. მისი ინფორმაციით, კონსულტაციებს შსს-ში გააგრძელებს და შესაძლოა, მინისტრს, გიროგი გახარიასაც შეხვდეს.

XS
SM
MD
LG