Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან შესაძლოა შემოვლითი გზა ააშენოს


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი განიხილავენ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის“ გავლით ტრანზიტის შესაძლებლობას. დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიბილოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რაშიდ ნურგალიევმა შესაძლო ტრანზიტის და სასაზღვრო ტერიტორიის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს „ცხინვალის რაიონში ჩატარებული ინსპექციის დროს.“ ამავე წყაროს ცნობით, ტრანზიტზე შეთანხმების შემთხვევაში, ცხინვალთან აშენდება შემოვლითი გზა დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიბილოვმა და ნურგალიევმა განიხილეს ზონკარის ხელოვნურ წყალსაცავზე მდებარე კაშხლის უსაფრთხოების საკითხი და იმყოფებოდნენ „ლენინგორის რაიონშიც,“ სადაც დაათვალიერეს რუსეთის დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG