Accessibility links

სანქტ-პეტერბურგის სტადიონთან დააკავეს ოთხი ადამიანი საპროტესტო აქციის გამართვისთვის


სანქტ-პეტერბურგში ფეხბურთის სტადიონთან დააკავეს ოთხი ადამიანი, მათ შორის მოზარდი გოგო, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის გამართვისათვის. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, 16 წლის ლიკა პეტროვსკაიას სისხლიანი მაისური ეცვა და, მისივე თქმით, სურდა ყურადღება მიემართა ქვეყნის პრობლემებისაკენ. რუსეთი ცდილობს, საუკეთესო იმიჯით წარდგეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისას. რაც უნდა ბევრი ლამაზი რამ აჩვენონ, რუსეთში ხალხი კვლავაც იტანჯებაო, უთხრა პეტროვსკაიამ „როიტერსს“ 3 ივლისს. მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც ის პროტესტს გამოთქვამს, არის უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის პატიმრობა. ის 20-წლიან პატიმრობას იხდის მას შემდეგ, რაც 2015 წელს დამნაშავედ ცნეს ყირიმში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში. სენცოვი ბრალდებას უარყოფს და პროტესტის ნიშნად შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG