Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძარი შირაქში - დამწვარია მარცვლეული კულტურები


ხანძარი შირაქში
ხანძარი შირაქში

შირაქში, დიდნაურის ტერიტორიაზე მოსავლის აღების დროს კომბაინის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი ხანძარი კერა სახნავ-სათეს ფართობებზე გავრცელდა. სულ დაიწვა 20 ჰექტრამდე ტერიტორია. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია დაახლოებით 1 ჰა ნაკვეთი სადაც მოსავალი ასაღები იყო, ასევე დაიწვა მიწის ის ნაკვეთებიც, სადაც მარცვლეული უკვე აღებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შპს “მექანიზატორის“ ჯგუფებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. როგორც დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა, ზარალი მინიმალურია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG