Accessibility links

თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაქცევის გამო მინიმუმ ერთი ადამიანია მოწამლული


აეროპორტში დაღვრილი მომწამვლელი ნივთიერებით მსუბუქად მოწამვლის შედეგად ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს ერთი პაციენტი. მამაკაცი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა 4 ივლისს დილის 9 საათზე. კლინიკაში არ ამბობენ, თუ რა ნივთიერებით არის მამაკაცი მოწამლული, ან რა სახის სიმპტომებით შევიდა ის საავდმყოფოში. ინგოროყვას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაწერენ. ჯანდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, არიან თუ არა სხვა მოწამლულებიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. რომლმაც, წაყენებული ბრალდების მიხედვით, 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.

ინტერნეტგამოცემა დრონი.ჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ სათვალთვალო კამერებიდან ამოიღო კადრები, რომლებზეც კარგად ჩანს 40 წლამდე ჭაღარა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, მხუთავი აირით სავსე აღჭურვილობას აგდებს ოთახში. „ის ასევე სალაროსაც ესხმის თავს, ამის შემდეგ კი, ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანი გადაჰყავთ სტაციონარში“, - წერს ინტერენეტგამოცემა დრონი.ჯი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG