Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა სიცხემ ელექტროენერგიის ნაკლებობა გამოიწვია ირანსა და კავკასიის ქვეყნებში


სარეკორდო სიცხემ კავკასიის ქვეყნეში და მეზობელ ირანში ელექტროენერგიის ნაკლებობა გამოიწვია. 6 ივლისს სინოპტიკოსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მაღალი ტემპერატურის ტალღა გამოიწვია ევრაზიის თავზე წარმოქმნილმა მაღალი წნევის ფრონტმა, რომელმაც მიაღწია რუსეთის სამხრეთს და მისწვდა ჩრდილოეთის რეგიონებს, სადაც სარეკორდო ტემპერატურა აღრიცხა 28 ივნისს. თბილიში 4 ივლისს 41 გრადუსი სიცხე იყო, რამაც, ბუნების დაცვის ეროვნული უწყების თანახმად, გამოიწვია ჰაერის არაჯანსაღი დაბინძურება. პირველ ივლისს 43 გრადუსი იყო, ბაქოში, სადაც გამაგრილებელი ელექტრომოწყობილობების ინტენსიურ მოხმარებას მოჰყვა თბოელექტროსადგურზე აფეთქება, მისი მწყობრიდან გამოსვლა და 1991 წლის შემდეგ ელექტროენერგიის უპრეცედენტო გამორთვა მთელ ქვეყანაში. იმავე დღეებში ერვანში ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსს აღწევდა. ირანში სარეკორდოდ მაღალი იყო ტემპერატურა გაზომეს ივლისის დასაწყისში, როც აქ თერმომეტრი 53 გრადუსს უჩვენებდა. ისლამური რესპუბლიკის მთავრობა იძულებული იყო შეეცვალა სამუშაო საათები, რათა ელექტროენერგია დაეზოგათ. 2 ივლისს ისტორიულ რეკორდს, 56672 მეგავატს მიაღწია ირანში ელექტროენერგიის მოხმარებამ.

XS
SM
MD
LG