Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა


აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მმართველი გუნდი რიჟვაძის კანდიდატურაზე მისი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამო შეჩერდა.

თავად თორნიკე რიჟვაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს და პოლიტიკურ კრიზისს არ შექმნის. იგი აჭარის მთავრობის სათავეში ჩადგომის შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების განახლებას გეგმავს.

29 წლის თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს განვითარების ფონდის“ დირექტორი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 4 ივლისს ზურაბ პატარაძემ პოსტი დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG