Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა ავღანეთს. ინფორმაცია ამის თაობაზე რადიო თავისუფლებამ ავღანეთის მთავრობის ანონიმი წყაროსაგან მიიღო. 9 ივლისის ვიზიტი პირველია მაიკ პომპეოსათვის მას შემდეგ, რაც იგი აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი გახდა. მაიკ პომპეო ქაბულში შეხვდება პრეზიდენტ აშრაფ ღანის და დღის ბოლოს ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ამჟამად ავღანეთში, ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის რიგებში, 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ახორციელებს როგორც ავღანეთის არმიის წვრთნის, ისე ანტიტერორისტულ ოპერაციებს ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG