Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელები ცეკვით აპროტესტებენ ახალგაზრდა ქალის ცეკვისთვის დაპატიმრებას


ირანში სოციალური მედიის მომხმარებლები მხარდაჭერას გამოხატავენ იმ ახალგაზრდა ქალის მიმართ, რომელიც დააპატიმრეს ინსტაგრამზე ატვირთული, მისი ცეკვის ამსახველი ვიდეოების გამო. ირანის სოციალურ ქსელებში მომხმარებლები სოლიდარობის ნიშნად აქვეყნებენ თავიანთი ცეკვის ვიდეოებს. მაედე ჰოჯაბრი, რომელსაც ინსტაგრამზე 40000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და 18-19 წლის არის, ახლახან გამოჩნდა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში და აღიარა მორალური ნორმების დარღვევა. არის ცნობები, რომ მსგავსი ბრალდებით სხვა პირებიც არიან დაკავებული. ამ ინფორმაციამ სიბრაზე გამოიწვია სოციალურ ქსელებში - ირანელები მკაცრ სასამართლო სისტემას ადანაშაულებენ ახალგაზრდების დევნაში და, ამავდროულად, გაფლანგვის და კორუფციის შემთხვევებზე თვალის დახუჭვაში. ჰოჯაბრის საქმეს ათობით ირანელმა უპასუხა თავიანთი ცეკვის ამსახველი ვიდეოების ატვირთვით. ირანში მოქმედი ისლამური კანონები კრძალავს საჯაროდ ცეკვას. ჰოჯაბრის თავის გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ათობით ფოტო და ვიდო, რომლებიც ასახავს მის ცეკვას დასავლურ პოპ და რეპ მუსიკაზე და მას ვიდეოებში არ აცვია ისლამური წესებისთვის შესაფერისი სამოსი. ზოგიერთი ცნობით, ჰოჯაბრი თავდებითაა გათავისუფლებული. ირანის პოლიცია აცხადებს, რომ დახურავს მსგავს გვერდებს ინსტაგრამზე - რომელსაც მილიონობით ირანელი მოიხმარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG