Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დახმარებას გაუზრდის


ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ თითქმის გააორმაგებს საფინანსო დახმარებას, რომელსაც უწევს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს „პროგრესის გზაზე საფრთხეების დასაძლევად“, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან საბრძოლველად. ამის თაობაზე ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტამდე ერთი დღით ადრე. შეხვედრა ლონდონში, ბრიტანეთის დედაქალაქში იმართება. მასში ბალკანეთის სახელმწიფოთა მეთაურებთან ერთად დაგეგმილია რეგიონის გარე ქვეყნების, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის მონაწილეობა. დასავლეთ ბალკანეთს მიაკუთვნებენ ალბანეთს, ბოსნიას, კოსოვოს, მაკედონიას, ჩერნოგორიას და სერბიას. სამიტი ნაწილია 2014 წელს დაწყებული „ბერლინის პროცესისა“, რომლის მიზანია ამ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კავშირების გაუმჯობესება. ბრიტანეთის თქმით, სამიტის შედეგად უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური სტაბილურობა რეგიონში, გაძლიერდეს თანამშრომობა უსაფრთხოების სფეროში და განვითარდეს პოლიტიკური თანამშრომლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG