Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე მაჭავარიანი: ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს


ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. მისი სიტყვებით, პირველ რიგში, ეს ეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას: „ეს პრიორიტეტი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან ახლა გაცხადდა და თავის თავში მოიცავს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, უფრო სამართლიან განაწილებას და პრაქტიკულად თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ესეც რასაკვირველია, აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და თქვენ მალე გექნებათ შესაძლებლობები იხილოთ ის ინიციატივები, რომლებიც ამ მიმართულებით იქნება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც დღეს დილით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განახლებული სამთავრობო გუნდი, მათ შორის, სამი ახალი მინისტრი წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG