Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში დაიწყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა. მოქმედ მინისტრებს და მინისტრობის კანდიდატებს შესაბამისი პროფილის კომიტეტებში უსმენენ. მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, 10 სამინისტროდან საკადრო ცვლილება სამს შეეხო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია. კომიტეტების გარდა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დღეს განიხილავენ პარლამენტის ფრაქციები: „საქართველოს პატრიოტები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა. მთავრობის შემადგენლობას და მის პროგრამას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს 14 ივლისს უყრიან. საპარლამენტო ოპოზიცია "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტს უნდობლობას უცხადებს.

XS
SM
MD
LG